ივერიონი / რუსთავის თეატრში დაპირისპირებაა

რუსთავის თეატრში დაპირისპირებაა

რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს რუსთავის თეატრში მიმდინარე საკადრო  ცვლილებები გააცნო. 


2013 წლის  სამოქმედო გეგმის მიხედვით, თეატრში  ხუთი რეჟისორი იმუშავებს, რომელთაგან 3 საშტატო, ორი კი მოწვეული რეჟისორის სტატუსით იქნება. 


აღნიშნულ სიაში  არ იყო ნახსენები  ლაშა ნოზაძე.  რეჟისორმა კულტურის სამინისტროს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ ეკუთვნის მას რუსთავის თეატრში მუშაობა და  მინისტრისგან პასუხს ელოდება.  


როგორც რუსთავის თეატრის მმართველმა გეგი ლიპარტელიანმა განმარტა,   ნოზაძის თეატრში მოღვაწეობის  საკითხის განხილვას  საფუძვლად უდევს 2011 წლის 3 იანვარს მომხდარი ფაქტი, როდესაც  ზოგიერთ ღვაწლმოსილ მსახიობს აღარ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება, რაშიც  მაშინდელი  სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ნოზაძე დაადანაშაულეს და პროკურატურაში რეჟისორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.  


ლაშა ნოზაძემ მისი მხრიდან მსახიობების განთავისუფლების ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ  მას არ გააჩნდა ასეთი ქმედების  არც უფლება და არც იურიდიული ბერკეტი. თეატრის მმართველის გეგი ლიპარტელიანის თქმით, თეატრში ლაშა ნოზაძის,  როგორც მოწვეული რეჟისორის სტატუსით, მუშაობა განიხილება . ,, გამიხარდება,  თუ ლაშა ნოზაძე თეატრში დაბრუნდება", - აღნიშნა გეგი ლიპარტელიანმა.  

18-12-2012, 19:27
უკან დაბრუნება