ივერიონი / შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს

შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, ხვალ, 10 საათზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.

შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრს შალვა ადეიშვილს. დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში, ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

20-12-2012, 20:22
უკან დაბრუნება