ივერიონი / შსს-მ ქუთაისის ინცინდენტთან დაკავშირებული 6 პირი დააკავა

შსს-მ ქუთაისის ინცინდენტთან დაკავშირებული 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

19 დეკემბერს, ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას, სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს, მათ  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლის  1 ნაწილის შესაბამისად წარედგინათ.

გიორგი ბ-ს,  გიორგი ვ-ს,  რაფაელ ლ-ს, შოთა ჟ-ს, თამაზ მ-ს. და ზაზა ა-ს.  სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

21-12-2012, 18:25
უკან დაბრუნება