ივერიონი / დაკითხვაზე მისულმა ვერა ქობალიამ აღიარა, რომ ორსულადაა!

დაკითხვაზე მისულმა ვერა ქობალიამ აღიარა, რომ ორსულადაა!

ვერა ქობალია დაკითხვაზე ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად მივიდა.

მოდულის შენობაში შესვლამდე ვერა ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევს დაკითხვაზე ყოფნა, ვინაიდან 5 თვის ორსულია და რთული ორსულობა აქვს.

ვერა ქობალიას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა საკითხებზე უნდა წარიმართოს დაკითხვა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს შეეხება უძრავი ქონებისა და პრივატიზების საკითხებს მისი მინისტრობის პერიოდში.

ამასთან, ქობალიას თქმით, ის აპირებს ყველა თემაზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოფილი მინისტრი   დაკითხვაზე სააქციო საზოგადოება ,,ბანკ ქართუსთან"    დაკავშირებულ საქმეზეა დაბარებული.

ამავე საქმეზე  ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის დაკითხვა მიმდინარეობს.

21-12-2012, 18:50
უკან დაბრუნება