ივერიონი / ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის"   ფოთის ცენტრალურ მოედანზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი გაერთიანება "ფოთელების ხმაც“  შეუერთდა. 

 

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნით, სააკაშვილმა თანამდებობა კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში, 5 იანვარს უნდა დატოვოს. მათივე თქმით, ამ დროისთვის  500 ათას ადამიანის ხელმოწერა აქვთ შეგროვილი. 

 

აქციები თბილისში 2013 წლის 4 იანვარს, პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდება.

 

23-12-2012, 16:06
უკან დაბრუნება