ივერიონი / კახი კალაძე ვეტერან ენერგეტიკოსებს შეხვდა

კახი კალაძე ვეტერან ენერგეტიკოსებს შეხვდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ვეტერანი ენერგეტიკოსების საიუბილეო საღამო გაიმართა.  

 

აღნიშნულ სფეროში მოღვაწე 11 პროფესიონალს მიმდინარე წელს 65, 75 და 80 წელი შეუსრულდა. 

 

იუბილე ენერგეტიკოსებს თავად მინისტრმა კახი კალაძემ მიულოცა. უწყების ხელმძღვანელმა უხუცეს ენერგეტიკოსებს  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მათგან რჩევებიც მიიღო. 

 

ვეტერანი ენერგეტიკოსების საღამო სამინისტროში ყოველწლიურად იმართება.

 

„ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს და ბევრი პროფესიონალი ენერგეტიკოსი აღზარდეს“,- განაცხადა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

23-12-2012, 16:32
უკან დაბრუნება