ივერიონი / "მაგნიტსკის სია" ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გამწვავების საფუძველი ხდება

"მაგნიტსკის სია" ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გამწვავების საფუძველი ხდება

რუსეთი ამერიკას დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავებით ემუქრება.

 

ამის მიზეზი კი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პეტიციაა.

 

პეტიიციის მიხედვით, ე.წ. მაგნიტსკის სიას ის რუსი დეპუტატებიც დაემატებიან, რომლებმაც ამერიკელებისთვის რუსი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვას დაუჭირეს მხარი.

 

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატი ვიაჩესლავ ნიკონოვი. მან მომხდარს უპრეცედენტო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ პეტიციას ხელს ბარაქ ობამა მოაწერს, ეს შესაძლოა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების მიზეზიც გახდეს.

 

23-12-2012, 18:08
უკან დაბრუნება