ივერიონი / მიწისძვრამ მობილური კავშირი დროებით შეაფერხა

მიწისძვრამ მობილური კავშირი დროებით შეაფერხა

დასავლეთ საქართველოში მიწისძვრის გამო ჯეოსელის აბონენტებისთვის მობილური კავშირი დროებით შეფერხდა. 

 

როგორც  „ივერიონს“ "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა , მიწისქვეშა ბიძგებს კომპანიის გადამცემ სადგურებზე ავარია არ გამოუწვევია.

 

"ძლიერი მიწისძვრისას კომუნიკაცია  20 წუთით შეფერხდა მხოლოდ.  ხაზები უკვე აღდგენილია და მუშაობს შეუფერხებლად", - აღნიშნა ირმა ცქიტიშვილმა. 

რაც შეეხება "მაგთიკომს",  კომპანიის  განცხადებით,  მათ აბონენტებს ქსელით სარგებლობისას პრობლემები არ შექმნიათ. 

23-12-2012, 19:18
უკან დაბრუნება