მთავარი გვერდი > ბიძინა ივანიშვილი: ბიუჯეტის მიღების დღე შეგნებულად გადაიფარა

ბიძინა ივანიშვილი: ბიუჯეტის მიღების დღე შეგნებულად გადაიფარა


24-12-2012 / 11:52

ბიძინა ივანიშვილი: ბიუჯეტის მიღების დღე შეგნებულად გადაიფარა

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისში 2013 წლის ბიუჯეტის მიღების დღე ძალიან შეგნებულად გადაიფარა.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის დამტკიცების დროს ქუთაისში მომხდარი ინციდენტი შემთხვევითი არ ყოფილა.

„ვფიქრობ, რომ ოპონენტების მხრიდან ადგილი პროვოკაციას ჰქონდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში, არ მინდა გავამართლო მოქალაქეების ქმედება, რომლებიც ოპოზიციის მიმართ საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები არ დავუშვათ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ქვეყანას და ახალ მთავრობას სახელს უტეხს.

ივანიშვილის განცხადებით, ქუჩაში დგომას უნდა გადაეჩვიონ, რადგან ეს ხშირად ოპოზიციის ხვედრია.

„ამას არც აპირებენ ოპოზიციონერები და ძალიან კარგია, თუკი ისინი მშვიდობიანი გზით მოახერხებენ და საკუთარ მოსახლეობასთან უფრო ახლო ურთიერთობებს დაამყარებენ. ბიუჯეტის მიღების დღე ჩემი აზრით, ძალიან შეგნებულად გადაიფარა“, - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მომხდარის გამო, ჟურნალისტებს ბიუჯეტი, პრაქტიკულად, გაუშუქებელი დარჩათ.


უკან დაბრუნება