ივერიონი / სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 24 დეკემბერს, თბილისში  ნარკოდანაშაულისთვის ორი პიროვნება გივი ნ. და  ლაშა ფ. დააკავეს.


გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა თბილისში წინასწარი შეთანხმებით,  4500 ლარად 8  „ბაშად"  დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი"  შეიძინეს.


საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა რეალიზატორის ვინაობაც. დაკავებულებმა  ნარკოტიკული საშუალება ვინმე გიორგი გ-სგან შეიძინეს. კოსტავას ქუჩაზე მისი  საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 34  „ბაშად" დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" ამოიღეს. გაირკვა, რომ რეალიზატორი ერთ „ბაშს" 400 ლარად ყიდდა.


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით აწარმოებს.

26-12-2012, 10:30
უკან დაბრუნება