ივერიონი / როგორია ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია?

როგორია ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქონების დეკლარაციის აქტივების შევსების  ვადა დღეს ეწურება.


შეგახსებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა „Forbes“-მა მდიდარი პოლიტიკოსების  რეიტინგი გამოაქვეყნა,  რომელთა აქტივებიც  მილიარდ დოლარს აღემატება.  რეიტინგში მესამე ადგილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იკავებს.


ივანიშვილის ქონება რეიტინგში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ქონებას აღემატება.


საქართველოს პრემიერს რეიტინგში მხოლოდ ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი და რუსი პოლიტიკოსი მიხაილ პროხოროვი უსწრებენ.


შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დაახლოებით 6,5 მილიარდს შეადგენს. 

26-12-2012, 11:24
უკან დაბრუნება