ივერიონი / ღარიბაშვილი ეთანხმება პრეზიდენტს ამნისტიასთან დაკავშირებით

ღარიბაშვილი ეთანხმება პრეზიდენტს ამნისტიასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია ,,მეცხრე არხთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის  მიუღებელია  ამნისტია  ნარკორეალიზატორებს, ჯაშუშებსა და პედოფილებს რომ შეეხოთ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიმოძრაოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამის შემდეგ ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციები ემთხვევა. რაც შეეხება პედოფილიას, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მძიმე სენი და დანაშაულია. პირადად მე, ალბათ, ამ ადამიანებსაც არ გამოვუშვებდი ციხიდან", - განაცხადა მან.

რაც შეეხება ქვეყანაში კრიმინოგენურ  ვითარებას, ღარიბაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა.
 
,,მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ოქტომბრის თვეში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო ხელისუფლებაში. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობაა ოქტომბერში გაზრდილ დანაშაულებზე, რომელმაც გამოძახილი ჰპოვა ნოემბერშიც. ახალი გუნდით დაკომპლექტება შინაგან საქმეთა სამინისტროსი დაახლოებით 20 ნოემბერს დამთავრდა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით კრიმინოგენური სიტუაციის ნორმალიზება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

28-12-2012, 11:10
უკან დაბრუნება