მთავარი გვერდი > მარიო მონტი პრემიერობას ისევ აპირებს

მარიო მონტი პრემიერობას ისევ აპირებს


29-12-2012 / 13:36

მარიო მონტი პრემიერობას ისევ აპირებს

იტალიის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი ცენტრისტების კოალიციას ჩაუდგება სათავეში. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმებზე მონტიმ ჟურნალისტებთან და ცენტრისტული კოალიციის პოლიტიკოსებთან ისაუბრა. 

 

„ჩვენს თვალწინ ახალი პოლიტიკური გაერთიანება დაიბადა“, – განაცხადა მონტიმ. 

 

დემოკრატ ლიდერს იტალიის მთავრობის ხელმძღვენელობა სულ 13 თვე მოუხდა, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა. პრემიერობის პოსტის ხელმეორედ დაკავებისკენ მიმართული ძალისხმევა მონტის უკვე მოუწონა ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა. 

 


უკან დაბრუნება