ივერიონი / იაკოვლევის კანონი დამტკიცდა

იაკოვლევის კანონი დამტკიცდა

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. „იაკოვლევის კანონის“ ხელმოწერის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება აშშ–ს დეპარტამენტმა გააკეთა.

 

„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კანონის დამტკიცებისა და აშშ–ს მოქალაქეების მიერ რუსეთიდან შვილების აყვანის აკრძალვის გამო“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. 

 

 „ანტიმაგნიტსკის კანონს“ ვლადიმერ პუტინმა ხელი გუშინ მოაწერა. 2013 წლის 1 იანვრიდან რუსეთი შეერთებულ შტატებთან მიუსაფარ ბავშვთა აყვანის ხელშეკრულებას წყვეტს. ამავე დღიდან შეწყდება შეერთებული შტატებში რუსეთის არასრულწლოვან მოქალაქეთა გაშვილების პროცედურაც. 

 

29-12-2012, 13:41
უკან დაბრუნება