მთავარი გვერდი > ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 84 პატიმარი შეიწყალა

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 84 პატიმარი შეიწყალა


29-12-2012 / 15:48

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 84 პატიმარი შეიწყალა

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის,  გიგა გიორგაძის განცხადებით,  ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის ბოლომდე 84 მსჯავრდებული დატოვებს, მათ შორის 5 პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირი. მისი თქმით,  კომისიამ სულ 850-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილა.

 

გიორგაძის ინფორმაციით, პოლიტიპატიმრის სტატუსის მქონე პირები,  2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ დაკავებული ადამიანები არიან: დიმიტრი ჭეიშვილი, ცოტნე ანანიძე, ხვიჩა გამარჯობაშვილ,  ანზორ სოლომონიძე და მალხაზ გველუკაშვილი.

 

მისი თქმით, პრიორიტეტი მიენიჭა მძიმე ჯანმრთელობის მქონე მსჯავრდებულებს, ასევე პირებს, რომლებიც არ არიან გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ ექვს თვემდე ვადა. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.

 

გიგა გიორგაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ,ჯამში,  84 მსჯავრდებული დატოვებს. მათ შორის  სამი ქალი და ხუთი მძიმე ავადმყოფია.

 


უკან დაბრუნება