ივერიონი / საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გააქტიურდა დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული დეკლარაცია შეავსო დაახლოებით 300 ათასმა ფიზიკურმა პირმა, რომელთაგანაც ნაწილს უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა, ხოლო დანარჩენს დაუბრუნდება კანონით დადგენილ ვადებში. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას „მთავრობის მიერ შეცდომით გადარიცხული თანხის ფიზიკური პირებისგან უკან მოთხოვნის“ შესახებ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება“.

 

8-04-2014, 13:46
უკან დაბრუნება