მთავარი გვერდი > ვლადიმერ პუტინი:-„ჩვენ არსად დავუშვებთ ისეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც უკრაინაში მოხდა”

ვლადიმერ პუტინი:-„ჩვენ არსად დავუშვებთ ისეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც უკრაინაში მოხდა”


8-04-2014 / 13:53

ვლადიმერ პუტინი:-„ჩვენ  არსად  დავუშვებთ ისეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც უკრაინაში მოხდა”

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ექსტრემისტული,  რადიკალური  დაჯგუფებები ქვეყნის სხვადსხვა რეგიონებში აქტიურდებიან და   უშიშროების  ფედერალურ  სამსახურს    ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. 

 

“ექსტრემისტული, რადიკალური დაჯგუფებები საქმიანობას არა მხოლოდ  ჩრდილოეთ  კავკასიაში ააქტიურებენ,  არამედ  ჩვენი  ქვეყნის  სხვა  რეგიონებშიც.  პროპაგანდა  სოციალურ  ქსელებში მიმდინარეობს. სერიოზულ  შეშფოთებას  იწვევს  ის  ფაქტი,  რომ  ტერორისტებისა  და რადიკალების მიერ გადაბირებული რუსეთისა და დსთ-ეს  რიგი  მოქალაქეები  ავღანეთში,  სირიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. 

გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ,  რომ  ისინი  რუსეთისა  და  თანამეგობრობის  წინააღმდეგ  იქნენ გამოყენებული.

 

რუსეთის კანონმდებლობა ყველა პირობას ქმნის არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალე,  თავისუფალი  საქმიანობისთვის,  მაგრამ  ჩვენ  არსად  დავუშვებთ ისეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც უკრაინაში მოხდა”, - განაცხადა პუტინმა

 


უკან დაბრუნება