ივერიონი / ირაკლი ბათიაშვილი:-„ნაციონალები“ ღარიბაშვილის გადაყენების საკითხში „ქართულ ოცნებაში" დასაყრდენს განიხილავენ

ირაკლი ბათიაშვილი:-„ნაციონალები“ ღარიბაშვილის გადაყენების საკითხში „ქართულ ოცნებაში" დასაყრდენს განიხილავენ

   „სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დესტაბილიზაციის სურვილზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „ნაციონალებს“ ამის გეგმაც აქვთ.

 

   _“„ნაციონალურ მოძრაობას" რომ სიტუაციის დესტაბილიზაციის სურვილი აქვს, ეს უკვე ყველასთვის ნათელია. ამას შს სამინისტროს მინისტრის განცხადებაც  მოწმობს. „ნაცმოძრაობა" შეეცდება სიტუაციის არევას ქვეყანაში, მაგრამ ეს მათთვის ძალიან რთული იქნება. ისინი ვეღარ შეძლებენ მასების აყოლებას და ქუჩაში გამოყვანას, თუმცა მათ აქვთ დესტაბილიზაციის გეგმა. მათ ასევე აქვთ შემუშავებული გეგმა - თუ ვინ შეიძლება პერპექტივაში იყოს მათი მოკავშირე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადაყენების საკითხში კოალიცა „ქართულ ოცნებაში", რადგან იციან, მარტო საკუთარი ძალებით ამას ვერ შეძლებენ. მათ აქვთ ფინანსები, დასაყრდენი სხვადასხვა სტრუქტურებში, მათ შორის შს სამინისტრო კოლექტივში. ასევე ხელს უწყობთ ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონიც და იციან დესტაბილიზაციის ტქნოლოგიები. ამიტომ ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს".

 

 

 

8-04-2014, 13:56
უკან დაბრუნება