ივერიონი / გოგი ლორთქიფანიძე:-„ნელ-ნელა დავუბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას, ოღონდ აიფონ-6-ით ხელში“

გოგი ლორთქიფანიძე:-„ნელ-ნელა დავუბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას, ოღონდ აიფონ-6-ით ხელში“

„სახალხო პარტიის“ ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე საქართველოში შექმნილ მდგომარეობაში საიმედოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს:

-„თუ ისევ ასე გაგრძელდა წინა საარჩევნო ბატალიები და ოპოზიციური პარტიების გათიშულობა, დიდი ალბათობით, ვერც ამ არჩევნებზე მოხერხდება პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერ-ნოემბრისკენ ”ქართული ოცნება” მაქსიმალური სიჩქარით დაიწყებს ტრანფორმირებას ნაციონალების მმართველობის დროისკენ, ყველა მიმართულებით წავა ჭანჭიკების მოჭერა, კორუფცია და ნეპოტიზმი გაცილებით დიდ მასშტაბებს მიიღებს, პოლიცია ისევ თავის ძველ სახეს დაიბრუნებს და ნელ-ნელა დავუბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას, ნაცვლად აიფონ-6-ით ხელში... სამწუხაროდ ეს არის მწარე რეალობა, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო რათა შედგეს ძლიერი ოპოზიციური ერთობა, რომელიც მოახერხებს ამ მოსალოდნელი რეალობის თავიდან აცილებას“.

 

9-04-2014, 13:36
უკან დაბრუნება