მთავარი გვერდი > რატომ გარბიან სენაკელები ქართული ოცნებიდან??!

რატომ გარბიან სენაკელები ქართული ოცნებიდან??!


10-04-2014 / 13:43

რატომ გარბიან სენაკელები ქართული ოცნებიდან??!

   პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ სენაკის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის ათმა წევრმა პარტია და კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ კოალიციაში შემავალი პარტიები ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში კანდიდატებად „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადასულ პირებს იყენებენ, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ ებრძოდნენ. 

   პარტიის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ შამათავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი ერთადერთი ძალა ნინო ბურჯანაძის მიერ ახლადშექმნილი გაერთიანება „ერთიანი ოპოზიციაა“ და საკუთარ პოლიტიკურ მომავალს სწორედ ნინო ბურჯანაძის გუნდს უკავშირებს.

   თეიმურაზ შამათავა: „საკუთარ მომავალს რა თქმა უნდა იმ პოლიტიკურ ძალასთან ვხედავ, სადაც უფრო ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და ქვეყნისთვის რეალურ სიკეთეს მოიტანენ. დღეისთვის შემიძლია თამამად გითხრათ ერთადერთი ასეთი ძალა არის „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციაა“.

 


უკან დაბრუნება