მთავარი გვერდი > თანადგომა მზრუნველობამოკლებული ბავშვებს და ხანდაზმულებს

თანადგომა მზრუნველობამოკლებული ბავშვებს და ხანდაზმულებს


10-04-2014 / 15:22

თანადგომა მზრუნველობამოკლებული ბავშვებს და ხანდაზმულებს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზასთან“ არსებულ თეატრ „მომავლის გზის“ ინიციატივით „ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში“ პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის მსახიობები, ქველმოქმედთა სახლის აღსაზრდელები და 64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ღონისძიების ბოლოს კი თეატრის მსახიობები ხანდაზმულებს წინასწარ მიულოცავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.

    თეატრი „ მომავლის გზა“ ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზასთან“ დაარსდა. თეატრის შექმნის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისა და ხელოვანების ჩართულობა ქველმოქმედებაში და მათი ნიჭის რეალიზება,ასევე თანადგომა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისადმი,რათა მათ თავი არ იგრძნონ გარიყულად და მოხდეს მათი ინტეგრაცია თანატოლებსა და შემოქმედებასთან. 

ღონისძიების განხორციელების ადგილი : ვარკეთილის 3,მე-2 მ/რ. „ხანდაზმულტა სოციალური ცენტრი“. ღონისძიების განხორციელების თარიღი: 10.03.2014 , 17:00 საათი 

საკონტაქტო ინფორმაცია: ნათია თუხარელი 595940010

 


უკან დაბრუნება