ივერიონი / უგულავა დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

უგულავა დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი უგულავა დღეს საგამოძიება უწყებაში  დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. უგულავას განცახდებით, მან ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო ღონისძიებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, სადაც გამგებლებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა იგეგმება. 
მისივე განმარტებით, გამოძიებას კითხვები სისხლის სამართლის №092250613004 საქმესთან დაკავშირებით აქვს, რომელიც თბილისის მერიასა და “სითიპარკს” შორის დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.
12-04-2014, 12:34
უკან დაბრუნება