ივერიონი / რატომ გრძნობს თავს ბედნიერად ნატა გულიაშვილი?

რატომ გრძნობს თავს ბედნიერად ნატა გულიაშვილი?

მსახიობმა ნატა გულიაშვილმა თოდუას კლინიკაში ყელის ოპერაცია გაიკეთა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გულიაშილს ხმა მთლიანად წაერთვა. ოპერაცია მას ტელეწამყვან ეკა ხოფერიას მეუღლემ მიშა ხუჯაძემ გაუკეთა. მსახიობს ხმოვანი იოგის ფიბრომა ამოაჭრეს და როგორც თვითონ ამბობს, ახლა ყელი ნორმალურ მდგომარეობაში აქვს. ექიმის განცხადებით ნატას ხმა ერთ თვეში მთლიანად აღუდგება.
"ხმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მქონდა და როგორც იქნა გავბედე, წავედი თოდუას კლინიკაშ და ოპერაცია გვაიკეთე. ოპერაციის ხანგრძილოვა 40 წუთს გასტანა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიშა ხუჯაძეს, რომელმაც უშუალოდ თვითონ გამიკეთა ოპერაცია. მისი წყალობით ხმა დამიბრუნდება და უკვე ნორმალურად ვილაპარაკებ" _ აღნიშნა "ივერიონთან" საუბრისას მსახიობმა.
მსახიობი თავს ბედნიერად გრძნობს და ამბობს, რომ ახლა ორმაგად უგულშემატკივრებს მიშას. მოგეხსენებათ მიშა ხუძაძე ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალური პროექტის "ორი ვარსკვლავის" მონაწილეა.

14-04-2014, 10:19
უკან დაბრუნება