ივერიონი / საზარელი მკვლელობა კახში

საზარელი მკვლელობა კახში

კახის რაიონში,ისტორიულ ზაქათალაში,  ერთ-ერთ- სახლში, დღეს დილით, ორი მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება,  სავარაუდოდ, გარდაცვლილები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. მათ ბლაგვი საგნით თავები  აქვთ მოკვეთილი.

ადგილობრივი მილიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი როსიაშილები, ძმები არიან. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ საზარელ მკვლელობაზე გამოძიება მიმდინარეობს.

14-04-2014, 16:12
უკან დაბრუნება