მთავარი გვერდი > გაასაჩივრებს უგულავას სიმამრი სასამართლოს გადაწყვეტილებას?

გაასაჩივრებს უგულავას სიმამრი სასამართლოს გადაწყვეტილებას?


15-04-2014 / 11:10

გაასაჩივრებს უგულავას სიმამრი სასამართლოს გადაწყვეტილებას?

  გიგი უგულავას სიმამრს, შპს "მანის" დირექტორ შალვა კილაძის საქმეზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის პოზიცია, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებად 100 000-ლარიან გირაოს ითხოვდა,ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შალვა კილაძეს  სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, 20 ათას ლარიანის გირაო შეუფარდა, რომელიც კილაძემ 40 დღეში უნდა გადაიხადოს.

   გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას მხოლოდ  ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

   შეგახსენებთ, გიგი უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავებიან.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს.

 

თათია დარსაველიძე


უკან დაბრუნება