ივერიონი / ვინ იქნება #1?!

ვინ იქნება #1?!

 

   დღეს, 15 აპრილს პარტია "თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირდნენ.

   პატიები მომავალში შექმნიან ერთიან საარჩევნო ბლოკს - "არასაპარლამენტო ოპოზიციას", რომლის საარჩევნო ნომერი იქნება N1, ხოლო ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატად უკვე დასახელდა კახა კუკავა.

     როგორც "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ბლოკის კარები ღიაა როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე საზოგადოების წარმომადგენლებისთვისაც. მისი თქმით, მიუხედავად საარჩევნო სუბიექტებისთვის ქვეყანაში შექმნილი არათანაბარი გარემოსი, ბლოკი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და იმედიანად არიან განწყობილნი არჩევნების შედეგების მიმართ.

 

15-04-2014, 15:55
უკან დაბრუნება