ივერიონი / სეპარატისტებმა კრამატორსკში მიტაცებულ ჯავშანტექნიკაზე რუსული დროშა აღმართეს

სეპარატისტებმა კრამატორსკში მიტაცებულ ჯავშანტექნიკაზე რუსული დროშა აღმართეს


პრორუსულად განწყობილმა შეიარაღებულმა აქტივისტებმა მიიტაცეს ჯავშანტექნიკის ნაწილი, რომელიც ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში შევიდა.
ჯავშანტრანსპორტიორები აქტივისტებმა კრამატორსკის ცენტრში დააყენეს და მათზე რუსული  დროშა აღმართეს.
პარალელურად, ამ დროისათვის ქალაქისკენ 20 ჯავშანტრანსპორტიორისგან შემდგარი კოლონა მიემართება. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქიდან 10 კილომეტრში კოლონას ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაუღობა. სამხედროებმა დერეფანი მოაწყეს და ტექნიკა მაინც გაატარეს. პრორუსულად განწყობილი მოქალაქეები მანქანების ქვეშ შევარდნას ცდილობდნენ. სამხედროებმა ჰაერში სასიგნალო რაკეტა გაისროლეს და მოძრაობა განაგრძეს.

16-04-2014, 13:09
უკან დაბრუნება