მთავარი გვერდი > ნატო ბალტიის ზღვაში პატრულირებას აძლიერებს

ნატო ბალტიის ზღვაში პატრულირებას აძლიერებს


18-04-2014 / 13:50

ნატო ბალტიის ზღვაში პატრულირებას აძლიერებს

   უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბალტიის ზღვაში ხომალდებს აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების თავდაცვისთვის აგზავნის. 

   ამასთან, უნიან-ის ცნობით, სწრაფი რეაგირების საზღვაო ჯგუფი ნორვეგიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ესტონეთის ხომალდებისგან შედგება. 

ნატო-ს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით,  კრიზისის პასუხად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთის საზღვრებზე პატრულირებას გააძლიერებს. მისივე თქმით, პატრულირება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით მოხდება. 

 


უკან დაბრუნება