ივერიონი / რას წუხს ბადაშვილი?..

რას წუხს ბადაშვილი?..

   მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა მოქალაქეობრივი ვალის შესრულებაზე და არ გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პროკურორის განცხადებით, გამოძიება აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გაგრძელდება.

   "სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი აარიდა საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და უარი თქვა მოქალაქეობრივი ვალის შესრულებაზე. მიუხედავად ამისა გამოძიება მაინც გრძელდება და ჩვენ მოვიპოვებთ ყველა იმ საჭირო მტკიცებულებას, რაც მოგვცემს საშუალებას ობიექტურად ჩავატაროთ გამოძიება".

  აქვე ბადაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის მიერ გამოცხადებული წინასაარჩევნო მორატორიუმი პროკურატურის მხრიდან აუცილებლად შესრულდება.  მისივე თქმით ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას შეასრულებს პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საგამოძიებო და სხვა სამართალდამცავი ორგანოები. 

 

19-04-2014, 21:13
უკან დაბრუნება