ივერიონი / დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის I ეტაპი დღეს დაიწყო და 2 მაისს დასრულდება.

სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი

დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად მშობელი უნდა მივიდეს სკოლაში.

23-04-2014, 10:20
უკან დაბრუნება