მთავარი გვერდი > გიორგი გაბუნიას ემუქრებიან!

გიორგი გაბუნიას ემუქრებიან!


23-04-2014 / 12:58

გიორგი გაბუნიას ემუქრებიან!

   სოციალურ ქსელში "facebook"-ში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მისამართით უამრავი სალანძღვი წერილი თუ სტატუსი ქვეყნდება. საზოგადოება გიორგი გაბუნიას უნიჭო ხუმრობაში, "სტერვობაში" და ადამიანების დამცირებაში ადანაშაულებს. ქვეყნდება გაბუნიას დამონტაჟებული ფოტო-მასალები და ტელეწამყვანის მისამართით მუქარის წერილები.

   -"სასწრაფო რეაგირებაა მოსახდენი, რადგან ეს არის ყოვლად სამარცხვინო პროექტი, რაც კი გაკეთებულა საქართველში. გაბუნიას შესაფასებელი არაა ხალხი და მას მორალური უფლება არ აქვს, რომ შეურაცყოფა მიაყენოს ვინმეს. მოქმედების დროა" _ განაცხადა კომპოზიტორმა და ავტორ-შემსრულებელმა გიორგი შალვაშვილმა.

   "ივერიონი" უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას და ინტერვიუს გიროგი გაბუნიასთან.

 

გიორგი საკარული

 


უკან დაბრუნება