მთავარი გვერდი > რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს


24-04-2014 / 15:12

რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

   შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის  ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში რუსმა სამხედროებმა 43 წლის ზაურ მელაძე დააკავეს. ზაურ მელაძის დის, მაია მელაძის ცნობით, დაკავება 23 აპრილს, დღის 12 საათზე მოხდა. 

   -,,როგორც ჩემმა თანასოფლელმა მითხრა, ჩემი ძმა ყარაფილის საძოვრებზე ძროხებს აძოვებდა. საქონელი გაქცეულა და ჩემი ძმა მათ გამოსაბრუნებლად დაედევნა.მავთულხლართები ამ ტერიტორიაზე არ არის, ამიტომ აღმოჩნდა ისეთ ადგილზე,რომელსაც რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ." – განაცხადა მაია მელაძემ. 

   ზაურ მელაძე ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ცხინვალში იმყოფება. აპრილში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს კასპის რაიონიდან ადგილობრივი მოქალაქეები დააკავეს. 

 


უკან დაბრუნება