ივერიონი / გიგი უგულავა:-"ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომ ავამუშაოთ ყვარელი და ეს სირცხვილი არჩევნებთან ერთად დავასრულოთ"

გიგი უგულავა:-"ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომ ავამუშაოთ ყვარელი და ეს სირცხვილი არჩევნებთან ერთად დავასრულოთ"

   ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გიგი უგულავა "facebook"-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

   -"აუცილებელი განმარტება: ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციოში გავრცელდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაიმე ფორმით ჩართულია იმ ვაქხანალიაში, რაც ყვარელში ხდება. სინამდვილეში "ოცნების" გამგებელ ქევხიშვილს დაუპირისპირდა "ოცნების" მთავრობის, კერძოდ, ღარიბაშვილის ფავორიტი შსს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ზედელაშვილი. ყვარელში "ოცნება" ერთმანეთს ესვრის კვერცხებს. ხოლო ადგილობრივი "შიხიაშვილები" პროპორციულად არიან გადანაწილებულნი ორივე ჯგუფში. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას ქევხიშვილის არც არჩევაში მიუღია მონაწილეობა და არც გადარჩევაში აპირებს.  ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომ ავამუშაოთ ყვარელი და ეს სირცხვილი არჩევნებთან ერთად დავასრულოთ", - წერს უგულავა.

    შეგახსენებთ, რომ ყვარლის საკრებულომ, დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  სწორედ ამ დროს დააკავეს ქევხიშვილი და კიდევ 17 პირი. დავით ქევხიშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, დანარჩენ დაკავებულებს კი 400-400 ლარიანი.

 

26-04-2014, 01:57
უკან დაბრუნება