ივერიონი / რატომ გეგმავენ ქუთაისში დევნილები პერმანენტული აქციების დაწყებას?

რატომ გეგმავენ ქუთაისში დევნილები პერმანენტული აქციების დაწყებას?

   ამ წუთებში ქუთაისში სასტუმრო "თბილისის" შენობაში შესახლებულ  დევნილებთან ერთად "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცის თავმჯდომარემ გოგი წულიამ ბრიფინგი გამართა. 

  სასტუმრო "თბილისის" შენობაში შესახლებული დევილები პროტესტს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ  მათ შენობაში 2 თვის წინ ელექტრო ენერგიის  მრიცხველები არასწორად დაამონტაჟეს, რის გამო     ნახევარ მაცხოვრებლებს  დენი არ მიეწოდებათ.  

  "თბილისის სასტუმროს შენობაში 2 თვის წინ  ელექტრო ენერგიის  მრიცხველები დაგვიყენეს, რომელიც როგორც ხედავთ  ნახევარ მაცხოვებელთან  მუშაობს, ნახევართან კი საერთოდ არა"-ამბობს "ივერიონთან" საუბარში  სასტუმრო "თბილისის"  ამხანაგობის თავმჯდომარე ვეფხია მიქაუტაძე. 

  "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია კი აცხადებს:

-" რა ჯანდაბაა, ეს რა საშინელებაა, ვინ  გააკეთა ეს საფრთხობელა  მრიცხველები, ჯერ რას ჰგავს,  ნახევარ ოჯახებს დენი არ მიეწოდება,   21  საუკუნეა და ადამიანს დენი ენატრება,  ბავშვი რომ ამას იტყვის - მამი დენი!-  მოსახლეობა დახმარებას ითხოვს,  რა   გააკეთეს  ამათმა? 2 თვის წინ დაწყებული საქმე ჯერაც არა აქვთ დამთავრებული, ესა საქმე?!  ესა ჩვენი ხელისუფლება?  ხალხს დენი ენატრება! "

  შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "თბილისის" შენობაში მაცხოვრებლებს უამრავი პრობლემა აწუხებთ, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ისინი გულის ტკივილს საჯაროდ გამოთქვამენ  ელექტრო ენერგიის მრიცხველების არასწორი დადგმის გამო შუქის არ ქონაა. დევნილები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ თუ კი  ამ ახლო მომავალში არ  მოგვარდება მათი პრობლემა,  ისინი პერმავნენტულ აქციებს გამართავენ და  სასტუმროს მიმდბარე ტერიტორის მთავარი  გზის   გადაკეთვასაც   გეგმავენ.

დათო ცხვარაძე

26-04-2014, 13:06
უკან დაბრუნება