ივერიონი / "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი აიღო

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი აიღო

   "ქართული ოცნების"  წინასაარჩევნო კამპანიამ, რომლის სლოგანია "ერთად ვიზრუნთ მომავალზე" სტარტი აიღო. სპორტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება, რომელიც შეხვდერაზე პრემიერთან ერთად მოვიდა. სპორტის სასახლეში იმყოფებიან ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებიც.

   ამ წუთებში შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე კახა კალაძე მიმართავს.

   -"ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოა, ერთად ვიზრუნოთ მომავალზე"-აცხადებს კალაძე.

    დღეს "ქართული ოცნება" 12 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატებს დაასახელებს.

 

26-04-2014, 17:14
უკან დაბრუნება