ივერიონი / კახა ძაგანია:-"პირებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს იღებენ საქართველოში საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთები უნდა ჩამოერთვათ!"

კახა ძაგანია:-"პირებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს იღებენ საქართველოში საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთები უნდა ჩამოერთვათ!"

  "მემარცხენე ალიანსის" ლიდერის კახა ძაგანიას განცხადებით ალიანსმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რათა იმ პირებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს იღებენ საქართველოში საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ.

   -"იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ, ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გარეშე უყენია შეიარაღებული ჯარები, რომელთაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, ამ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის საკუთრება არ უნდა ჰქონდეთ.ეს არის იმ საკანონმდებლო წინადადების მთავარი არზი, რომელიც "მემარცხენე ალიანსმა" საქართველოს პარლამენტში შეიტანა.

26-04-2014, 19:39
უკან დაბრუნება