მთავარი გვერდი > ქუთაისში ქვევრს ძეგლი დაუდგეს

ქუთაისში ქვევრს ძეგლი დაუდგეს


30-04-2014 / 18:14

ქუთაისში ქვევრს ძეგლი დაუდგეს

 ჩოხოსანთა საზოგადოების თაოსნობითა და პატრიარქის კურთხევით ქუთაისში, პირველად საქართველოში  ქვევრის ძეგლი დაიდგა.

 ქვევრი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში მოქანდაკე გიორგი კიკვიძის მიერ დამზადებულ პიედისტალზე დამონტაჟდა, პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის თვითმმართველობის კეთლმოწყობის სამსახური.

   ძეგლის გახსნა 2 მაისისთვისაა დაგეგმილი, გათვალისწინებულია საჯარო ლექციები ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ.

   უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობით და იუნესკოს (არამატერიალური კულტურული დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე) გადაწყვეტილებით ქვევრის ღვინის დაყენების უძველესს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვირეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დათო ცხვარაძე

 


უკან დაბრუნება