მთავარი გვერდი > გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება

გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება


30-04-2014 / 19:00

გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება

        ქუთაისშიდაქალაქისმიმდებარეტერიტორიებზეარსებულიღირსშესანიშნავიადგილებისრეაბილიტაციამიმდინარეობს.

 

2014 წელს დაიწყება გეგუთის სასახლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად აღდგება სასახლის დაზიანებული გალავანი, მოხდება გეგუთის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული უბნების კონსერვაცია და სასახლეში დამონტაჟდება განათების სისტემები, რომელიც დამთვალიერებელს და ტურისტს გეგუთის ღამის საათებში დათვალიერების საშუალებას მისცემს.

   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ანთიძემ ადგილზე, გეგუთის სასახლის ეზოში გააცნო დაგეგმილი სამუშაოები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ალეკო მარგიშვილს, ასევე სახელმწიფო რწმუნებულს ზაზა მეფარიშვილს, ქალაქის საკრებულოს და მერის მოვალეობის შემსრულებლებს, ლევან კირკიტაძეს და შოთა მურღულიას.

დათო ცხვარაძე


უკან დაბრუნება