ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი:-"პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული"

პაატა ზაქარეიშვილი:-"პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული"

   მთავრობის სხდომის დაწყებამდე შერიგებისა და  სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი სავსებით ნორმალურია, კანონი კი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მთავრობა თვლის საჭიროდ.

   -"ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა გავიდეს ზუსტად ისე, როგორც მთავრობა თვლის საჭიროდ. პარლამენტს აქვს თავისი ხედვები და დამოკიდებულება და აქვს უფლება, გარკვეულწილად შეცვალოს და კორექტივები შეიტანოს. საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა დამოკიდებულება და ეს ბუნებრივია. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული"–განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

1-05-2014, 09:52
უკან დაბრუნება