ივერიონი / უკვე ზოოპარკის ბინადრებზეც ზრუნავენ

უკვე ზოოპარკის ბინადრებზეც ზრუნავენ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თბილისის ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძესთან ერთად, ზოოპარკის ტერიტორიაზე ტუიას ნერგები დარგო. გამწვანების საქველმოქმედო აქცია, ზოოპარკის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავს მიზნად.

პრემიერის ინიციატივის „მწვანე მომავალი" - ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ზოოპარკს, საჩუქრად ტუიას 500 ნერგი გადასცა.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ,ცოცხალი ღობის შესაქმნელად ტუია სპეციალურად შეირჩა. წიწვოვანი ბუჩქები ცხოველების ვოლიერებს მტვრისა და ხმაურისგანაც დაიცავს.

 

3-05-2014, 15:55
უკან დაბრუნება