მთავარი გვერდი > გატაცებულთა ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია

გატაცებულთა ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია


3-05-2014 / 17:22

გატაცებულთა ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია

ამ დრომდე ოკუპანტების მიერ გატაცებული, საჩხერის რაიონის სოფლების სხვიტორისა და კორბოულის მკვირთა ადგილსამყოფელი ქართული მხარისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 6 მოქალაქე რუსმა სამხედროებმა გუშინ ტყიდან გაიტაცეს. როგორც ერთ-ერთი გატაცებულის მეუღლე ყვება, დილით მეუღლე ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავდათ. აღნიშნულ ფაქტს დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა. მინისტრმა საოკუპაციო ე.წ. საზღვრისპირა მცხოვრებ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.


უკან დაბრუნება