ივერიონი / ნანუკა ჟორჟოლიანი: ვისაც დათო კოდუას ცემა გაეხარდა, ნაძირალაა

ნანუკა ჟორჟოლიანი: ვისაც დათო კოდუას ცემა გაეხარდა, ნაძირალაა

ვისაც ნაცემი გელაშვილის ნახვა გაეხარდა, არის ნაძირალა! ვისაც დღეს დათო კოდუას ცემა გაეხარდა, ისიც ნაძირალაა! ვინც ამ ორ საქმეში საერთო დეტალებს ვერ ხედავს, არის ძალიან სუბიქტური, ან ძალიან ბრმა უბრალოდ! – ესე ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანი ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტს. 

მისი ინფორმაციით, დღეს, დღის 15:00 საათისთვის, ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას, ბარნოვის ქუჩაზე თავს 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი დაესხა და ელექტროშოკით გათიშეს, რის შემდეგაც იგი ცემეს. დავით კოდუა ამჟამად უგონო მდგომარეობაში, რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

3-05-2014, 18:10
უკან დაბრუნება