ივერიონი / ხვალ საქართველოში ევროპის კვირეული იწყება

ხვალ საქართველოში ევროპის კვირეული იწყება

 

 ხვალ საქართველოში ევროპის კვირეული დაიწყება. კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება.

ევროპის კვირეული გაიხსნება კონფერენციით "ჩვენი ევროპული არჩევანი", რომელიც ევროკავშირის თემაზე წინასწარ გამოცხადებული ესსეების კონკურსისა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოცხადებული კონკურსის დასკვნით ფაზას წარმოადგენს. კონფერენციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი გახსნიან. ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოხდება, რის შემდეგაც ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობით საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხებზე დისკუსია გაიმართება.

 

 

4-05-2014, 18:39
უკან დაბრუნება