ივერიონი / შოთა მურღულია: -"მე აღარ მექნება შეხება მერიასთან და ამით ვხსნი ყველა კითხვის ნიშანს"

შოთა მურღულია: -"მე აღარ მექნება შეხება მერიასთან და ამით ვხსნი ყველა კითხვის ნიშანს"

   ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად წარადგინა. დღეს შოთა მურღულიამ მედიის წარმომადგენლებს 2014 წლის იანვარ-აპრილში შესრულებული და მიმდნარე პროექტების შესახებ აგარიში წარუდგინა. 

   -,, 2014 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში გაცილებით მეტი პროექტი შესრულდა, ვიდრე გასული წლის ამავე პრიოდში. რაც შეეხება არჩევნებს, კანონი მაძლევდა იმის უფლებას, რომ დავრჩენილიყავი პოსტზე და თან ჩარვთულიყავი საარჩჩევნო კამპანიაში, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი, მე ოფიციალურად გავედი შვებულებაში, მე აღარ მექნება შეხება მერიასთან და ამით ვხსნი ყველა კითხვის ნიშანს." -განაცხადა მურღულიამ.

   მისივე თქმით არჩევნები უნდა ჩატარდეს უპრეცედენტო, მაღალი დემოკრატიის ხარისხით და ქუთაისი სამართლიანი არჩევანის მოლოდინშია.

დათო ცხვარაძე

5-05-2014, 17:37
უკან დაბრუნება