ივერიონი / გიორგობის დღესასწაული ბავშვთა სოფელში

გიორგობის დღესასწაული ბავშვთა სოფელში

   ქუთაისის მერის მოადგილემ, კონსტანტინე ქავთარაძემ და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ, ,,ბავშვთა სოფელ ქუთაისის" აღსაზრდელებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ყველა ოჯახს ,,საყმაწვილო ბიბლია" გადასცეს. ბავშვთა სოფელში სულ 12 ოჯახია  და 60 ბავშვი ცხოვრობს. ,,საყმაწვილო ბიბლია" ,,ბავშვთა სოფელში" მდებარე ბიბლიოთეკასაც გადასცეს.

   -"ადგილობრივი მთავრობა ხშირად არის ბავშვთა სოფლის სტუმარი. დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მათ მიმართ გვერდით დგომა. ამჯერად გიორგობის დღესასწაული მივულოცეთ და წიგნებით გადავეცით. ვცდილობთ მათ ყურადღება არ მოვაკლოთ"-ამბობს "ივერიონთან" საუბარში კოტე ქავთარაძე.

დათო ცხვარაძე

7-05-2014, 02:01
უკან დაბრუნება