ივერიონი / შალვა ოგბაიძე: "ოცნებებით და ფუჭი მოლოდინით წინ ვერ წავალთ"

შალვა ოგბაიძე: "ოცნებებით და ფუჭი მოლოდინით წინ ვერ წავალთ"

  2014 წლის 13 მაისს კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ოგბაიძემ "დემოკრატიული მოძრაობის" სათაო ოფისში ბრიფინგი გამართა:

   "შემაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფოში თუნდაც ერთ ადამიანს უკანონოდ უსმენენ, მაგრამ ათმაგად შემაშფოთებელია, როდესაც  მოსმენების ობიექტი ხდება პოლიტიკური ძალა. რატომღაც, სტატისტიკით ყველაზე მეტად ძველი და ახალი მთავრობების დროს ძირითადი მოსმენის ობიექტები  კვლავ პოლიტიკური პარტიები და კოალიცია  "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერები რჩებიან.

   ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ზესახელმწიფოს  პრეზიდენტი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გადადგა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვერ უზრუნველყო პოლიტიკური პარტიის დაცვა უკანონო მოსმენებისგან. დიახ, საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვადამდე ადრე გადადგომაზე. კარგი იქნება, თუ დასავლური ფასეულობების ამ პრინციპს მაინც გადმოიღებს ხელისუფლება. 

   2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მე შეტანილი მაქვს განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც ერთ-ერთისაკითხი ჩემი უკანონო მოსმენის თემაც იყო. ხომ არ არის ეს ყოველივე შედეგი იმისა, რომ ჩემი განცხადება განუხილველად დევს პროკურტატურაში წლების მანძილზე და რამდენი ასეთი საქმეა განუხილავი?! ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მისმენს. სამწუხაროა ის, რომ ხელისუფლებამ  ვერ უზრუნველყო ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, და უფრო სამწუხაროდ როგორც პოლიტიკური ძალის კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წევრის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის - საქაართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის დაცვა.

   კოალიციას "ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას" მიაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების უმოქმედობამ და პირდაპირ ვიტყვი უნიათობამ განაპირობა ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ.  ვთვლით, რომ მას აღარ დარჩა რესურსი დაიცვას თავისი მოქალაქეები უკანონო მოსმენებისგან და დაუბრუნოს მათ სამართლიანობის განცდა. 

   პოლიტიკური იმპოტენცია  უნაყოფობას, უშედეგობას და უიმედობის განცდას ბადებს.

   ყველაფრის მკურნალი ხალხია - ხალხის ნება, რომელსაც ის არჩევნებზე გამოხატავს.

   ოცნებებით და ფუჭი მოლოდინით წინ ვერ წავალთ. 

 

13-05-2014, 13:36
უკან დაბრუნება