ივერიონი / მორიგი სკანდალური ვიდეო და "სიყვარულისგან დაღლილი" მანჩო

მორიგი სკანდალური ვიდეო და "სიყვარულისგან დაღლილი" მანჩო

   ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომღერალმა მანჩომ კვლავ გადაწყვიტა აქტიურად გააგრძელოს მუსიკალური კარიერა და საკუთარ სტუდიაში აქტიურად მუშაობს ახალ რეპერტუარზე. მომღერალი არ ჩქარობს, რადგან მისი სურვილია მსმენელს შესთავაზოს ისეთი სიმღერა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გულს შეეხება. 

  "სიყვარულით დავიღალე" _ ეს იმ სიმღერის სახელწოდებაა, რომელსაც მომღერალი დუეტში გოგა მესხთან ერთად მღერის. მუსიკის ავტორი ანსამბლ "მეტეხის" წევრი გიორგი რუხაძეა, ტექსტი კი ყველასათვის ცნობილ მწერალს ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, მასტერინგი ნოდარ ხელაძეს ეკუთვნის, რომელიც ასევე ანსამბლ "მეტეხის" წევრიცაა, არანჟირება კი დათო ზამთარაძეს. ეს ყველაფერი კი მომღერალ მანჩოს "M-შთUDIO"-ში იწერება.

მომღერლები ზემოთ აღნიშნულ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც გეგმავენ, რომელზეც ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ალთუნაშვილი და ოპერატორი მიხეილ ჭიჭიბოშვილი იმუშავებენ. როგორც მანჩომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კლიპის გადაღებები სულ მალე დაიწყება.

   როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კლიპში საკმაოდ თამამი სცენები იქნება შესული. რეჟისორის მთავარი მისიაა, ვიდეო-რგოლი გამოვიდეს ლამაზი საყურებელი, მაღალი ხარისხის, იყოს განსხვავებული და... 

   და ბოლოს ინტრიგა, რომელზეც რეჟისორი წინასწარ არ საუბრობს, თუმცა ერთ რამეს გვიმხელს. ამ ვიდეოზე ბევრი ალაპარაკდება. თუ როგორი იქნება ქერათმიანი ლამაზმანის, მომღერლის ახალი იმიჯი ახალ ვიდეო-რგოლში და რატომ დაიღალა მანჩო სიყვარულით, ამას სულ მალე ვიხილავთ. 

გიორგი საკარული

 

16-05-2014, 11:19
უკან დაბრუნება