მთავარი გვერდი > სამართალდამცველებმა ბრალდებული ვაჟაზე, სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული ვაჟაზე, სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას დააკავეს


20-05-2014 / 14:16

სამართალდამცველებმა ბრალდებული ვაჟაზე, სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას დააკავეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული  გიორგი კ. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ცხელ კვალზე დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გიორგი კ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში იმ დროს დააკავეს, როცა ის მოლარეს აყაჩაღებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოლარეს თავს დაესხა და დანის მუქარით ფული მოსთხოვა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 


უკან დაბრუნება