ივერიონი / მენინგიტი სამტრედიაშიც გამოვლინდა

მენინგიტი სამტრედიაშიც გამოვლინდა

   სამტრედიაში ვირუსული მენინგიტის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ინფორმაციით, მენინგიტის შემთხვევა სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლაში, მე-2 ბაგა-ბაღსა და სოფელ ბაშში გამოვლინდა. როგორც საზოგადოებრივ ცენტრში აცხადებენ, ეს მენინგიტის მსუბუქი ფორმაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვირუსი რამდენიმე წელიწადში ერთხელ იჩენს თავს. ინფექციის მქონე ყველა ადამიანი, ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოშია გადაყვანილი.

   აღნიშნული დაავადების გამო სამტრედიის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დავით ცხვარაძე

 

21-05-2014, 14:59
უკან დაბრუნება