ივერიონი / დარიალჰესის გვირაბში მაშველებმა სატვირთო ავტომანქანა და ტრაქტორი იპოვეს

დარიალჰესის გვირაბში მაშველებმა სატვირთო ავტომანქანა და ტრაქტორი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დარიალჰესის გვირაბში, მეწყრის შედეგად ჩამოშლილ მიწის მასაში 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი იპოვეს, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო-სამაშველო ოპერაცია გუშინ ჩაატარეს. 

მაშველებმა  მეწყრის შედეგად გვირაბში დაგუბებული წყალი დააშრეს და გვირაბის ორივე განტოტვა მთელ სიგრძეზე დაათვალიერეს.

დარიალის ხეობაში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

 

23-05-2014, 14:21
უკან დაბრუნება